22:25
12:50 05.09.09 - რუსთაველზე, მთავრობა ხალხს „ანგარიშს აბარებს“
[ინტერპრესნიუსი]
რუსთაველის გამზირზე მთავრობის ღონისძიება - “ანგარიში ხალხს” მიმდინარეობს. 18 სამთავრობო უწყების პავილიონებში მინისტრები, ან მათი მოადგილეები თავიანთი მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პავილიონში უკვე იმყოფებოდა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, სამინისტრომ თავის სტენდზე ბოლო წლის ანგარიშის მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოადგინა.

– “სიმბოლურია, რომ ბოლო წლებში ჩვენ დავიწყეთ შუშის შენობების მშენებლობა. ეს აჩვენებს, რომ პოლიცია გამჭვირვალეა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმიტირებული დანაშაულის ადგილის პრეზენტაციაც გამართა. სამინისტროს სამსახურების თანამშრომლები მოქალაქეებს აჩვენებენ, როგორ მუშაობს პოლიცია დანაშაულის ადგილზე.

ღონისძიება, სახელწოდებით „ანგარიში ხალხს” რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათამდე გაგრძელდება.
presa.ge
ნანახია: 850 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]