22:42
13:02 26.09.09 - ბენ ლადენი ევროპას სამხედრო ძალების ავღანეთიდან გამოყვანისკენ მოუწოდებს
[”ინტერპრესნიუსი”]
”ალ ქაიდას” ლიდერმა ოსამა ბენ ლადენმა ინტერნეტის საშუალებით ახალი მიმართვა გაავრცელა. BBC-ის ცნობით, ოსამა ბენ ლადენი ამჯერად ევროპულ სახელმწიფოებს ავღანეთიდან საკუთარი შეიარაღებული ძალების გაყვანისაკენ მოუწოდებს.

- ”ჭკვიანი კაცი თავის ფულს და ცოცხალ ძალას ვაშინგტონის კრიმინალთა ბანდას არ უნდა ახმარდეს (გულისხმობს მთავრობას). სამარცხვინოა იყო იმ გაერთიანების წევრი, რომლის ლიდერებსაც სრულიად არ აღელვებთ იმ მშვიდობიანი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლე, რომელთა სოფლებსაც პაკისტანსა და ავღანეთში გამუდმებით ბომბავენ. თქვენ მშვენივრად ხედავთ თუ რა მოსდით თქვენს ამერიკელ მოკავშირეებსა და მათ დამხმარეებს ჩრდილოეთ ავღანეთში, აქედან გამომდინარე უნდა გაიაზროთ, რომ სისხლიანი მოვლენები ამით არ დასრულდება და ისინი შეიძლება თქვენს ქალაქებშიც იხილოთ’’, - აცხადებს ოსამა ბენ ლადენი გავრცელებულ ვიდეომასალაში.
presa.ge
ნანახია: 755 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]