22:24
13:08 05.09.09 - პოლონეთის საელჩოს მიმართვა ქართულ საზოგადოებას
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ”პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის წესებთან და საქართველოს მოქალაქეების პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ყოფნის შესაძლებლობის მოპოვებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ შეცვლილა და პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური შესვლის ერთადერთი საშუალებაა შესაბამისი ორგოანოების მიერ გაცემული ვიზის ქონა.”

საელჩოს მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ”ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა საქმეები განიხილება შესაბამისი წესდებების მიერ დადგენილ ვადებში. აღნიშნული პირები განთავსდებიან უცხოელთათვის განკუთვნილ ცენტრებში, შენგენის ზონის წევრი სახელმწიფოების საზღვრების შემდგომი გადაკვეთის შესაძლებლობის გარეშე.”

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ”ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ უარის შემთხვევაში (დღემდე არ არის მიღებული არავითარი გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის, ან დაცვის სხვა ფორმის მინიჭების შესახებ) გადაწყდება უცხოელის სამშობლოში დეპორტი.”
presa.ge
ნანახია: 927 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]