16:00
13:31 03.10.09 - რუსეთი შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში გემების მარშრუტებზე თვალ-ყურის მიდევნებას გეგმავს
[”ინტერპრესნიუსი”]
საქართველოს მხრიდან პროვოკაციებისგან აფხაზეთის დასაცავად, რუსეთი შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში გემების მარშრუტებზე თვალ-ყურის მიდევნებას გეგმავს.

”ინტერფაქსის” ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას განაცხადა.

- ”ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შესაძლებელია, ტვირთების გადაზიდვისთვის ისეთი გარანტიების შექმნა, რომელიც პროვოკაციებისგან დაცავს უზრუნველყოფს”, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, დაგეგმილია რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი მოქმედებებისთვის შესაბამისი სქემის შემუშავება.

სერგეი ლავროვი სოხუმში ორდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა.
presa.ge
ნანახია: 866 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]