15:51
13:39 03.10.09 - გერმანიაში დღეს ბერლინის კედლის დანგრევის მე-19 წლისთავს აღნიშნავენ
[”ინტერპრესნიუსი”]
დასავლეთ და აღმოსვალეთ გერმანიის გამოყოფი რკინა-ბეტონის კონსტირუქციის ნგრევა, რომელის სიგრძეც 155 კილომეტრი, ხოლო სიმაღლე 3,6 მეტრი იყო, 1990 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო.

ბერლინის კედლის მშენებლობა, “ვარშავის შეთანხმების” ქვეყნების გადაწყვეტილებით და საბჭოთა კვშირის კომპარტიის გენერალური მდივნის პირადი ინიციატივით, 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყო.

1989 წლისთვის ბერლინის კედელი შედგებოდა: 106 კილომეტრის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლისგან, მეტალის 66,5 კილომეტრის სიგრძის ბადისგან, 127,5 კილომეტრის სასიგნალო ბარიერისგან, 105,5 კილომეტრის მიწის თხრილების წინაღობისგან (ტანკსაწინააღმდეგო წინღობებით გარკვეულ ადგილებში), 302 საგუშაგო კოშკისა და სხვა სასაზღვრო ნაგებობებისგან.

თვადაპირველად აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას ერთმანეთთან 13 სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აკავშირებდა, თუმცა 1989 წლისთვის მათი რიცხვი სამამდე შემცირდა.

1989 წლის 9 ნომებრიდან, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად დასავლეთ გერმანიასთან კავშირზე შეზღუდვები მოიხსნა.

1990 წლის 1 ივლისს სასაზღვრო კონტროლი სრულად მოხსნა. 1990 წლის იანავარ-ნოემებერში ყველა სასაზღვრო ბარიერი მოიშალა, გარდა 1,3-კილომეტრიანი კედილისა, რომელიც დატოვეს, როგორც ცივი ომის ყველაზე დიდი სიმბოლო.

ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მონაცემების თანახმად, აღმოსავლეთ გერმანიაში გაქცევის მსურველთაგან, ბერლინის კედელზე გადაპარვისას 1250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

2007 წლის 12 აგვისტოს კი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არქივში ეროვნული უშიშროების დოკუმენტი იპოვეს, რომელიც ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლებას ნაბრძანები ქონდა, ადგილზე გაენადგურებინდათ ყველა, ვინც კედილს გადაკვეთას შეეცდებოდა, მათ შორის - ბავშვებიც.
presa.ge
ნანახია: 1003 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]