18:31
14:27 09.10.09 - გერმანიის საელჩო ქართული ტელევიზიებისგან შეცდომის გასწორებას ითხოვს
საქართველოში გერმანიის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და 7 ოქტომბერს ქართული ტელევიზიებით - „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სიუჟეტში მოტანილი ფაქტების უარყოფას მოითხოვს.

ქართულმა ტელეარხებმა მოამზადეს სიუჟეტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი აპირებს მაღალი თანამდებობის დაკავებას რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომში“ და რომ ეს შეთავაზება შტაინმაიერისთვის წარმოადგენდა ჯილდოს, რადგანაც მან ლობირება გაუწია რუსეთს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ აგვისტოს ომის შემსწავლელ კომისიაში.

ჩივილ.გე – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გერმანიის საელჩო „კატეგორიულად უარყოფს“ ამ „სპეკულაციებს“ და „იმედოვნებს, რომ მომავალში აღარ ექნება ადგილი მსგავს ჟურნალისტურ შეცდომებს.“

„მედიანიუსი“
ნანახია: 1566 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]