22:17
15:00 05.09.09 - ოკუპანტებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული დაჯგუფებები შემოიყვანეს
[”ფაქტნიუსი”]
რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული დაჯგუფებები შემოიყვანეს, რომელშიც რუსული სხვადასხვა სპეცნაწილებია გაერთიანებული.

საოკუპაციო ჯარის ”ანტიტერორისტული დაჯგუფების” ხელმძღვანელი რუსი გენერლის ერთ-ერთი მოადგილე, აფხაზი ბოევიკი რაულ ლოლუაა.

ახალი რაზმი გაგრაში პუტინის ვიზიტის დროს მომხდარ აფეთქებას იძიებს.

შეგახსნებეთ, რომ რესტორან ”ელბრუსთან” აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ე.წ. აფხაზ და რუს ბიზნესმენებს ხვდებოდა.

სპეციალური საგამოძიებიო ახალი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ტელევიზია ავრცელებს, - იუწყება ”რუსთავი 2”.
presa.ge
ნანახია: 778 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]