18:21
15:27 09.10.09 - მოსკოვში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, იაპონჩიკი გარდაიცვალა
9 ოქტომბერს, დილით, მოსკოვში, კაშირის გზატკეცილზე, კერძო კლინიკაში, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად იაპონჩიკი, გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ”როსბალტი“ სამართალდამცავ ორგანოებში, საკუთარ ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონჩიკის გარდაცვალების მიზეზი ის ჭრილობა გახდა, რომელიც მასზე გახორციელებული თავდასხმის დროს მიიღო. პარალელურად, „იტარ–ტასის“ ინფორმაციით, პროკურატურასთან არსებულ საგამოძიებო კომიტეტში ცნობას იაპონჩიკის გარდაცვალების სესახებ, არ ადასტურებენ.

ივანკოვზე თავდასხმა რესტორან ”ტაიტურ სპილოსთან“ გახორციელდა ამა წლის 28 ივლისს. იაპონჩიკს სნაიპერმა ესროლა როდესაც ის, რესტორნიდან გამოდიოდა. თავდასხმის შედეგად მას ტყვია მუცელში მოხვდა. შემთხვევის დგილიდან ის ბოტკინის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ 4 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

1 აგვისტოს იაპონჩიკი რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში 69 წლის კრიმინალურ ავტორიტეტს პერიტონიტი დაეწყო და მას კიდევ ერთი, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.

გამოძიების ვერსიით, ივანკოვს იქვე, ახლოს გაჩერებული ”გაზელის“ მარკის ავტომობილიდან ესროლეს. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ იაპონჩიკი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაწყებულ კონფლიქტს შეეწირა. presa.ge
ნანახია: 1119 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]