20:39
15:34 30.09.09 - პირველი გასროლა
[მარტინ ვინტერი. Suddeutsche Zeitung, foreignpress.ge]
საიდუმლო დასკვნას მეტი სინათლე შეაქვს იმის გარკვევაში, კავკასიურო მზე თუ ვინ რა პასუხისმგებლობის მატარებელია: პირველმა საქართველომ ისროლა, მანამდე კი რუსეთი სეპარატისტების პროვოკაციებს უჭერდა მხარს. მაგრამ კითხვები მაინცრჩება.

საქართველოს ომიდან ერთი წლის შემდეგ უფრო ნათელი ხდება, კონფლიქტზე ვის რა პასუხისმგებლობა აქვს. ეს საქართველოს მთავრობა იყო, რომელმაც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ არმიას შეუტია, რომელიც სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო მანდატით იმყოფებოდა. ასეთია დასკვნის შინაარსი, რომელიც საერთაშორისო საგამოძიებო კომისისამ მოამზადა და რომელსაც დღეს ბრიუსელში წარადგენენ.

მასში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს თავდასხმას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პროვოკაციები აჯანყებულ ქართულ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამ პროვოკაციების შეჩერება ვერც საერთაშორისო ზეწოლით ვერ მოხერხდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რეგიონში იმყოფებოდა და დაპირისპირებულ მხარეებს დავის მშვიდობიანი გზებით მოგვარების აუცილებლობაში არწმუნებდა.

ის, რომ საქართველომ პირველმა გახსნა ცეცხლი და რომ ამას წინ უძღოდა რუსების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზების სეპარატისტთა ქმედებები ბოლო დრომდე საიდუმლოდ შენახული ანგარიშის საკვანძო დასკვნებია, აიუწყებიან დიპლომატიური წყაროები.

შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ოთხშაბათს ბრიუსელში მას ელჩების დონეზე ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომაზე წარადგენს. ამ სხდომაზე მიწვეულები არიან საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები, ასევე გაეროს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დელეგატები.

გაურკვევლია, განიხილავს თუ არა ტალიავინი კრიტიკულ დღეებში აშშ-ს და ევროკავშირის როლების საკითხს. დიპლომატები ბრიუსელიდან, შვეიცარელი ქალბატონის ხელმძღვანელობით მომუშავე “საქართველოზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის” დასკვნის ამ ნაწილს პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე ეპიზოდად მიიჩნევენ.

დღემდე არავის განუმარტავს, რას აკეთებდა თავდასხმის ღამით საქართველოში მყოფი დაახლოებით 150 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, და საერთოდ იცოდნენ თუ არა მათ რაიმე მაინც ამ ოპერაციის შესახებ. ამერიკელი ოფიცრები თითქოს ამ დროს საქართველოს დედაქალაქის თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

ამ ომის ერთ-ერთი გამოცანაა ასევე ისიც, თუ რატომ არ სცა პატივი საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონის და ევროპელების კატეგორიულ მოთხოვნას პროვოკაციას არ აჰყოლოდა. დადის ხმები, რომ ომის დაწყებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჰავიერ სოლანას უახლოესმა გარემოცვამ საქართველოს მთავრობას ძლივს გადააფიქრებინა, ხელი არ წაევლოთ იარაღისთვის.

გარდა ამისა, მათ აუხსნეს ქართველებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სამხედრო დახმარებას არ გაუწევდა. ასეთ შემთხვევაში ნატოც განზე გადგებოდა. ალიანსის ბევრ წევრ სახელმწიფოს ჰქონდა განცდა, რომ სააკაშვილს ბლოკის რუსეთთან ომში ჩათრევა სურდა. ტალიავინს დასკვნა ევროპის თანამეგობრობამ დაუკვეთა. presa.ge

ევროკავშირის ანგარიში: ომი რუსეთთან ქართული შეტევით დაიწყო



რაფ კასერტი

ბრიუსელი - ევროკავშირის დავალებით მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ თავის სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე საქართველოს გაუმართლებელი შეტევით ”აღინიშნა დასაწყისი” გასული წლის ომისა რუსეთთან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომი ორ ქვეყანას შორის “დაძაბულობის მზარდ პერიოდს, პროვიკაციებსა და ინციდენტებს” მოყვა.

ანგარიში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ცდილობდა ცხადეყო ომის მიზეზები. საქართველო ამტკიცებდა, რომ მან შეტევა სეპარატისტულ რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ინტერვენციის მოსაგერიებლად დაიწყო. რუსეთი ამტკიცებდა, რომ მან ჯარი მხოლოდ მას შემდეგ გააგზავნა, რაც საქართველომ საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ შეტევის დაწყება საერთაშორისო სამართლის თანახმად, გამართლებული არ იყო.

ორიგინალი

ომი საქართველომ დაიწყო



რეინჰარდ ვესერი

რუსეთ საქართველოს ხუთდღიანი ომის დროს ევროკავშირში დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის აზრთასხვადასხვაობა გაჩნდა. პოლონელებისთვის, ჩეხებისთვის და ბალტიელებისთვის ის, თუ ვინ არის დამნაშავე კონფლიქტის ესკალაციაში, რომელიც მანამდე 15 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო, ორი აზრი არ არსებობს. მათ რუსეთის შეჭრა მისი პატარა მეზობლის ტერიტორიაზე მოსკოვის იმპერიალიზმის აღორძინების საფრთხედ აღიქვეს და ლონდონის მხარდაჭერით მკაცრ საპასუხო სანქციებს მოითხოვდნენ. თუმცა ევროკავშირის ძველ წევრ დასავლურ სახელმწიფოებში სხვა განწყობა სუფევდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მათ პოზიციას წარმოადგენდა: დასავლეთმა რუსეთი იზოლაციაში არ უნდა მოაქციოს, განსაკუთრებით ამ კონფლიქტურ სიტუაციაში, გააფრთხილა მან ყველა და მათ “ამ მწვავე ინტრიგის დასრულებისკენ” მოუწოდა. შტაინმაიერი საქართველოს ხელმძღვანელობის “უპასუხისმგებლო” ქმედებებზე და რუსეთის “გადამეტებულ რეაქციაზე” საუბრობდა.

გერმანულ წინადადებაზე ევროკავშირის თანხმობა 2008 წლის დეკემბერში “საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია” შეექმნათ, როგორც ჩანს ამ მოსაზრებას ადასტურებს. კომისიის დასკვნაში, რომელსაც კავკასიის და რუსეთის საკითხებში ძალიან გამოცდილი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს და ოთხშაბათს ბრიუსელში გამოქვეყნდება, Frankfurter Allgemeinen Zeitung-ის ცნობით ნათქვამი იქნება, რომ ომი 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ომის დაწყებაში საქართველოს როლის ცენტრალურ პუნქტად წარმოდგენა, მანამდე არსებულ ინფორმაციას აბათილებს: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ღამით სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ცხინვალისთვის ცეცხლის გახსნა და ქართული არმიის შემდგომი გადაადგილება სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე, თავდაცვითი აქტი იყო; რომ სააკაშვილის ბრძანება რეაქცია იყო ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც რუსული ტანკები როკის გვირაბში გადაადგილდნენ, რომელიც სამხეთ ოსეთს კავკასიონის ქედით რუსეთთან აკავშირებს. თუმცა, კომისიამ რუსული არმიის გადაადგილების დამადასტურებელ ფაქტს ვერ მიაგნო. ამგვარად მან დაასკვნა, რომ რუსების მხრიდან პირველი რეაქცია - სამხრეთ ოსეთში არმია შეეყვანა, რადგან იქ სამშვიდობო მანდატით მისი “მშვიდობისმყოფელები” მართლაც იმყოფებოდნენ - გამართლებული იყო.

თუმცა ეს მკაფიო განცხადება იმის თაობაზე თუ ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ივლისში სულ უფრო გააქტიურებულ შეტაკებებზე და სამხრეთ ოსეთის გარშემო დაწყებულ ომზე, რუსეთს პასუხისმგებლობისგან მხოლოდ ნაწილობრივ ათავისუფლებს. კომისია კონფლიქტის ესკალაციაში მოსკოვს მნიშვნელოვნად ადანაშაულებს და მას საერთაშორისო სამართლის მრავალრიცხოვან დარღვევბში სდებს ბრალს. კომისიის აზრით, ის, რომ რუსეთი წლების განმავლობაში, ომის წინ კი განსაკუთრებით ინტენსიურად, საქართველოს აჯანყებული რეგიონების მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედება იყო. ამასთანავე დაუსაბუთებელია რუსეთის არგუმენტი იმის თაობაზეც, რომ ის ასე მასშტაბურად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი მოქალაქეების დასაცავად მოქმედებდა. გარდა ამისა, რუსეთმა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, 2008 წლის გაზაფხულიდან გადადგმული ახალი ნაბიჯებით - მაგალითად, აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო მფრრინავების ჩამოგდებით - სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაცია, უკიდურესად გაართულა.

საგამოძიებო კომისიის აზრით, ცალსახად საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებები იყო ასევე, სამხრეთ ოსეთის რეგიონის მომიჯნავე, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიების, ასევე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკავება რუსეთის არმიის მიერ, რაც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა; რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გამოყენება, რომელიც ფოთის პორტში ქართულ გემებს ანადგურებდა, ასევე კოდორის ხეობის ზედა ნაწილის დაპყრობა, რითაც რუსებმა და აფხაზებმა 1990-იანი წლების დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება დააღვიეს.

გარდა ამისა, კომისიამ დაასკვნა, რომ სამხრეთ ოსეთში, იქ სადაც 2008 წლის აგვისტომდე ქართველები კომპაქტურად ცხოვრობდნენ, ადგილი ქონდა ეთნიკურ წმენდას. თუმცა გამოძიებამ ვერ მოიპოვა იმ ფაქტის დამადასტურებელი საკმარისი მასალა, რომ ეს აქციები კოორდინირებული ან ნაბრძანები იყო; თუმცა, ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ქართველების განდევნა და მათი სახლების განადგურება, შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიურმა ბანდებმა ჩაიდინეს. თუმცა, ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედება, რომელიც ამგვარ ქმედებებს არ აღკვეთდა. კომისიასთან დაახლოებული პირების ცნობით, რუსული მხარე მოვლენების ამგვარ განვითარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე “ძალიან მგრძნობიარედ” რეაგირებს - ბოლოს და ბოლოს კრემლმა მის საქართველოში შეჭრას ხომ “ჰუმანიტარული ინტერვენცია” დაარქვა.

სამხედრო დახმარება ჯანსაღ ჩარჩოებში უნდა ექცეოდეს

ტალიავინის კომისია კარგი რეპუტაციის მქონე 19 სპეციალისტთან ერთად მუშაობდა. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, პოლიტოლოგები და სამხედროები, რომლებიც კავკასიის რეგიონს კარგად იცნობენ და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობდნენ. კომისია მასალებს იკვლევდა მოსკოვში, თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში; მან დაკითხა ამ მოვლენების მონაწილე ყველა მნიშვნელოვანი პირი. კომისიაში ამბობენ, რომ მათთან “ყველა მხარე აქტიურად თანამშრომლობდა”. გარდა ამისა კომისიას ხელი მიუწვდებოდა ნატოს, გაეროს და ეუთოს მონაცემებზე (ამ უკანასკნელს საქართველოში დიდი მისია ჰქონდა, მაგრამ სამი თვის წინ ქვეყანა დატოვა, რადგან მისი მანდატის გაგრძელებას რეგიონში რუსეთმა ვეტო დაადო); მან დაკითხა დასავლელი დიპლომატები, მათ შორის ვაშინგტონში, სადაც როგორც ჩანს მას დამაჯერებლად არწმუნებდნენ, რომ პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მკაფიოდ აფრთხილებდნენ სამხედრო კონფრონტაციაში არ ჩაბმულიყო.

რუსეთმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ მან საქართველოს ხელმძღვანელობის სამხედრო დახმარებითა და პოლიტიკური მხარდაჭერით, ის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ძალით დაბრუნებისკენ წააქეზა; ორივე რეგიონი თბილისის კონტროლს 90-იანი წლების დასაწყისში სისხლისმღვრელი ომების შემდეგ გამოეყო. კომისიის დასკვნაში, როგორც ჩანს არსებობს პუნქტი, რომელიც შეერთებული შტატების როლს აღწერს, რომელიც ომის დაწყების მომენტში თბილისში მრავალრიცხოვანი სამხედრო მრჩევლებით იყო წარმოდგენილი: მასობრივი სამხედრო დახმარება შეიძლება გაგრძელდეს, თუკი ის ჯანსაღ საფუძველზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ხორციელდება.

მოსკოვისადმი უნდობლობა

ტალიავინის კომისიის მუშაობის შედეგებში გასაკვირი არაფერია. ომის დაწყებაზე სააკაშვილის საჯარო ვერსიის მიმართ სერიოზული ეჭვები საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან მალევე გაჩნდა. საქართველომ, შარშან სექტემბერში სატელეფონო საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნა, რომელსაც სამხრეთ ოსეთისკენ, როკის გვირაბის გავლით რუსეთის არმიის გადაადგილების ფაქტი წინასწარ უნდა დაედასტურებინა. თუკი ჩანაწერები ნამდვილია, ყოველ შემთხვევაში რუსულ მხარეს ის არ გაუპროტესტებია, შეიძლება იქ საუბარი რუსული “სამშვიდობო გარნიზონების” ტრანსპორტით მომარაგებაზეც ყოფილიყო.

ეუთოს საქართველოს მისიის ინფორმაციით, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მხრიდან უცხოელი დიპლომატებისთვის მიწოდებულ ცნობებში, საუბარი არა რუსული არმიის შემოჭრაზე, არამედ სამხრეთ ოსეთისკენ “ჩრდილო კავკასიელი” და “დაქირავებული” მებრძოლების გადაადგილბაზე იყო; თუმცა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთისკენ ჩრდილოეთ კავაკასიიდან შეიარაღებული მებრძოლები მიემართებოდნენ, თავად რუსული საინფორმაციო საშუალებები ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადმოსცემდნენ.

მეორე მხრივ, კომისიას არც იმის დადასტურება შეუძლია, რასაც რუსები ამტკიცებდნენ, რომ ქართული თავდასხმა ცხინვალზე წინასწარ დაგეგმილი იყო, როდესაც 7 აგვისტოს უკანასკნელ სამშვიდობო მცდელობებს ჰქონდა ადგილი და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად, დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ბოლოს ომის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ განაცხადა. კომისიას აქვს ქართველების შესაბამისი ბრძანება, რომელიც რუსებმა ხელში ჩაიგდეს. დოკუმენტს სამართლებრივი და ტექნიკური ექსპერტიზა შვეციარიაში ჩაუტარდა. ციურიხის პოლიცია ასეთ “ზომიერ” დასკვნამდე მივიდა: მან დაადასტურა, რომ დოკუმენტი ყალბი არ არის, თუმცა რუსების მიერ მოწოდებული მასალა დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისად არ მიიჩნია.

“კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარესთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მასში ვის რა წვლილი მიუძღვის”, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა, როდესაც საბრძოლო მოქმედბების დასრულებიდან სამ კვირაში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით გამოვიდა. კომისიის მუშაობის წყალობით დღეს გაცილებით მკაფიო სურათი არსებობს იმის, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ პოლიტიკურ კითხვებს, რომელთა წინაშეც დასავლეთი აღმოჩნდა ის არ პასუხობს. რადგან საკუთარი მოსაზრებების სისწორეში არა მხოლოდ შტაინამაიერი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრებლებიც უნდა დარწმუნდნენ, რომლებიც მოსკოვს არ ენდობიან.

ორიგინალი

პირველი გასროლა



მარტინ ვინტერი

საიდუმლო დასკვნას მეტი სინათლე შეაქვს იმის გარკვევაში, კავკასიურ ომზე თუ ვინ რა პასუხისმგებლობის მატარებელია: პირველმა საქართველომ ისროლა, მანამდე კი რუსეთი სეპარატისტების პროვოკაციებს უჭერდა მხარს. მაგრამ კითხვები მაინც რჩება.

საქართველოს ომიდან ერთი წლის შემდეგ უფრო ნათელი ხდება, კონფლიქტზე ვის რა პასუხისმგებლობა აქვს. ეს საქართველოს მთავრობა იყო, რომელმაც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ არმიას შეუტია, რომელიც სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო მანდატით იმყოფებოდა. ასეთია დასკვნის შინაარსი, რომელიც საერთაშორისო საგამოძიებო კომისისამ მოამზადა და რომელსაც დღეს ბრიუსელში წარადგენენ.

მასში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს თავდასხმას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პროვოკაციები აჯანყებულ ქართულ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამ პროვოკაციების შეჩერება ვერც საერთაშორისო ზეწოლით ვერ მოხერხდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რეგიონში იმყოფებოდა და დაპირისპირებულ მხარეებს დავის მშვიდობიანი გზებით მოგვარების აუცილებლობაში არწმუნებდა.

ის, რომ საქართველომ პირველმა გახსნა ცეცხლი და რომ ამას წინ უძღოდა რუსების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზების სეპარატისტთა ქმედებები ბოლო დრომდე საიდუმლოდ შენახული ანგარიშის საკვანძო დასკვნებია, აიუწყებიან დიპლომატიური წყაროები.

შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ოთხშაბათს ბრიუსელში მას ელჩების დონეზე ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომაზე წარადგენს. ამ სხდომაზე მიწვეულები არიან საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები, ასევე გაეროს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დელეგატები.

გაურკვევლია, განიხილავს თუ არა ტალიავინი კრიტიკულ დღეებში აშშ-ს და ევროკავშირის როლების საკითხს. დიპლომატები ბრიუსელიდან, შვეიცარელი ქალბატონის ხელმძღვანელობით მომუშავე “საქართველოზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის” დასკვნის ამ ნაწილს პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე ეპიზოდად მიიჩნევენ.

დღემდე არავის განუმარტავს, რას აკეთებდა თავდასხმის ღამით საქართველოში მყოფი დაახლოებით 150 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, და საერთოდ იცოდნენ თუ არა მათ რაიმე მაინც ამ ოპერაციის შესახებ. ამერიკელი ოფიცრები თითქოს ამ დროს საქართველოს დედაქალაქის თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

ამ ომის ერთ-ერთი გამოცანაა ასევე ისიც, თუ რატომ არ სცა პატივი საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონის და ევროპელების კატეგორიულ მოთხოვნას პროვოკაციას არ აჰყოლოდა. დადის ხმები, რომ ომის დაწყებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჰავიერ სოლანას უახლოესმა გარემოცვამ საქართველოს მთავრობას ძლივს გადააფიქრებინა, ხელი არ წაევლოთ იარაღისთვის.

გარდა ამისა, მათ აუხსნეს ქართველებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სამხედრო დახმარებას არ გაუწევდა. ასეთ შემთხვევაში ნატოც განზე გადგებოდა. ალიანსის ბევრ წევრ სახელმწიფოს ჰქონდა განცდა, რომ სააკაშვილს ბლოკის რუსეთთან ომში ჩათრევა სურდა. ტალიავინს დასკვნა ევროპის თანამეგობრობამ დაუკვეთა.

ორიგინალი


ნანახია: 1022 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]