20:37
16:22 03.09.09 - ვუფრთხილდეთ რუსეთის დაძაბულობის სამ კერას
[დენის ქორბოი, უილიამ ქორთნი, კენეტ იალოვიცი; წყარო - foreignpress.ge]
შეერთებული შტატები და ევროპა ახლა რუსეთის სამმაგი გამოწვევის პირისპირ აღმოჩნდნენ, ესენია მისი მზარდი ზეწოლა საქართველოსა და უკრაინაზე და ტერორიზმისა და რეპრესიების ესკალაციის პროცესი ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილო-კავკასიის რეგიონში. რუსეთის კუნთმაგარ მიდგომას ნებისმიერ ამ კონფრონტაციულ წერტილში შეეძლო ცეცხლის წაკიდება, რაც უფრო ფართო არასტაბილურობამდე შეიძლება მივიდეს.

დასავლეთი ვერ აჩერებს რუსეთს, რომელიც საკუთარი თავის საზიანოდ მოქმედებს, მაგრამ ის ამისთვის უნდა მოემზადოს და რუსეთის ზღავრაგადასულ, სახიფათო ქმედებათა თავიდან აცილება უნდა სცადოს. ევროკავშირისა და დიდი ოციანის მომავალ სამიტებზე ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები სასწრაფოდაა მოსაძიებელი. ახლო საზღვარგარეთში რუსეთი ყველაზე დიდ პრობლემას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ქმნის. ორივე ეს ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ცდილობს და გარკვეული ფორმის დემოკრატიაც გააჩნიათ.

რუსეთი განარგძობს დაძაბულობის ესკალაციას ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის წარმოიქმნა. ის უარს ამბობს საზავო შეთანხმების პირობების შესრულებაზე და ნელ-ნელა ამ რეგიონების ანექსირებას ახდენს. პრემიერ-მინისტრი პუტინი ამას წინათ აფხაზეთს ეწვია, არმიის მხარდასაჭერად და სასაზღვრო ობიექტების განსამტკიცებლად ასობით მილიონი დოლარის დახმარების პირობა დადო.

რუსეთი უკრაინელი ლიდერების პროვოცირებას ცდილობს ისე, როგორც ეს გასულ წელს, დამღუპველი ომის დაწყების წინ საქართველოს ლიდერებთან დაკავშირებით გააკეთა. 11 აგვისტოს პრეზიდენტმა მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტს იუშჩენკოს წერილი გაუგზავნა, სადაც თვითკმაყოფილებით განჭვრეტდა:

- ”დადგება ახალი დროება”, რაც აშკარად მიუთითებდა უკრაინის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მედვედევმა უკრაინის მთავრობას 1930-იანი წლების დასაწყისში სტალინის მიერ ინსპირირებულ შიმშილთან დაკავშირებით ისტორიის დამახინჯებაში და უკრაინის ყირიმის რეგიონში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ობსტრუქციაში დასდო ბრალი. რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა, კრემლის ფავორიტმა, ამას წინათ უკრაინელების პროვოცირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინელები და “რუსები ერთი და იგივე ხალხია”. რუსები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ იმასაც, რომ უკრაინულ ენას რუსულის მაგივრად ამკვიდრებენ.

რუსეთის მბრძანებლური ტაქტიკა ხშირადაა არაპროდუქტიული. მისმა მეზობლებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარებაზე უარი თქვეს. ბელოსრუსია და უზბეკეთი არ დათანხდმნენ სწრაფი რეაგირების იმ რეგიონალურ ძალებში მონაწილეობაზე, რომელიც ყირგიზეთში უნდა განთავსდეს, ხოლო ბელორუსია, როგორც ჩანს, დღეს უფრო მზადაა აშშ-სა და ევროპასთან ურთიერთობისათვის. აპრილში თურქმენეთმა რუსეთს ბუნებრივი აირის მილსადენის საიდუმლოებით მოცულ აფეთქებაში დასდო ბრალი და ბოლოსდაბოლოს ნაბუქოს გაზსადენის პროექტისთვის, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, გაზის მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა.

ჩრდილოეთ კავკასია
ტერორიზმი, რეპრესიები, სიღარიბე და კლანური დაპირისპირება მუსლიმურ ჩრდილო კავკასიაში მესამე გამოწვევას წარმოადგენს. 1990-იანი წლების დასაწყისში ორ სეპარატისტულ ომში ჩეჩნეთის სასტიკმა დამორჩილებამ მნიშვნელოვანი გაუცხოება გამოიწვია. უფლებადცვითი აქტივისტების, ჟურნალისტების, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ოპონენტების მკვლელობები შოკისმომგვერელად გახშირდა.

თავდასხმების რაოდენობა პოლიციურ ძალებზე, რომლებიც ცნობილნი არიან თავისი კორუმპირებულობითა და ტუსაღთა წამებით, მუდმივად მატულობს. დაღესტანში გავრცელებული ძალადობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. აზერბაიჯანის ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე დაღესტანში ოცდაათზე მეტი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მისი მოსახლეობა კი 2,5 მილიონს აღწევს და ის უფრო მჭიდროდაა დასალებული, ვიდრე ჩეჩნეთი. მისკოვის მიერ ინგუშეთის დანიშნული ლიდერი, ყოფილი მედესანტე გენერალი, როგორც ჩანს ძალადობას ვერ თრგუნავს.

მართლაც ის ივნისში ტერორისტულ თავდასხმისას დაჭრეს. შემდეგ კი, როდესაც ტერორისტმა თვითმკვლელმა ნაზრანში, 25 ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლა, კრემლმა იქ წესრიგის აღასადგენად სუკის გამოწრთობილი გენერალი გააგზავნა. მედვედევმა განაცხადა, რომ ტერორისტები “ყოველგვარი ემოციების გარეშე უნდა განადგურდნენ” და მათთვის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლო აღარ გაიმართება.

თუმცა ის შესაძლოა აცნობიერებს, რომ მხოლოდ ძალა საკმაო ვერ იქნება. მან მინიშნებით უსაყვედურა ყოფილ პრეზიდენტსა და დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს, რომელიც 1999 წლის მეორე ჩეჩნურ ომს ხელმძღვანელობდა, და წუხლი გამოთქვა იმაზე, რომ “რამდენიმე წლის წინ ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, თითქოს ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია ჩეჩნეთში, გამოსწორდა”.

რეალურად კი იმის გამო, რომ რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში კონტროლი რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ სამხედრო მეთაურებს გადააბარა, რეგიონი სახიფათო არამართული გახადა, რაც რუსეთის ფედერაციისთვის პოტენციაში დამანგრეველ საფრთხეს შეიცავს. დასავლეთისთვის უშუალო შეშფოთების საგანს მოსკოვის ის ამბიციური მიდგომა წარმოადგენს, რომლის თანახმადაც მან უნდა აკონტროლოს საკუთარი მეზობლები, ხოლო დასახული მიზნების მისაღწევად ის ან ძალის გამოყენების მუქარას მიმართავს, ან რეალურადა აქვს ძალის გამოყენების მზაობა.

აშშ-მ და ევროპელმა ლიდერებმა უკვე გამოხატეს თავის რუს კოლეგებთან გულწრფელი შეშფოთება. ძალის გაუაზრებელმა გამოყენებამ კიდევ უფრო დიდ კონფლიქტს შეიძლება დაუდოს სათავე. ისევე, როგორც მეორე ჩეჩნური ომის დროს რუსეთმა შეიძლება ისევ დასდოს ბრალი საქართველოსა და აზერბაიჯანს იმაში, რომ ეხმარებიან ტერორისტებს, რადგან არ კრძალავენ იარაღის გადინებას და მათ თავშესაფარს სთავაზობენ და ამ ქვეყნებში კონფლიქტის გაფართოებით შეიძლება დაიმუქროს.

რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა
ევროპისა და ევრაზიის უსაფრთხოების გაუმჯობესებული ინსტიტუციური სტრუქტურა შეიძლება დაძაბულობის ჩაცხრობისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ის არის, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა ელცინის ეპოქის შემდეგ არ შეცვლილა, არადა მაშინ რუსეთი ნაკლებად კუნთმაგარი იყო, თანასწორობასა და დემოკრატიულ კანონიერებას ეძიებდა.

ახლა რუსეთი უფრო ძლიერი და აგრესიულია. მან ვეტოს უფლება გამოიყენა, რათა ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციისთვის აღმოსავლეთით დემოკრატიის გაევრცელების საშუალება არ მიეცა, ჩრდილო კავკასიაში ოფიციალურ პირთა მიერ უფლებების გადამეტების კრიტიკა აღეკვეთა და საქართველოში ორგანიზაციის მისიის აქტივობა შეეწყვიტა. მოსკოვმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოშიც გამოიყენა ვეტო და აფხაზეთიდან გაეროს სამეთვალყურეო მისია გამოაძევა.

თავის დიალოგში რუსეთის ლიდერებთან ნატომ უნდა გადაწყვიტოს ის, თუ როგორ დაეხმაროს რუსეთის მეზობლებს საფრთხეებისა და ზეწოლის შემცირებაში და როგორ წაახალისოს მოსკოვი ჩრდილო კავკასიაში დაძაბულობის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. მას შემდეგ, რაც მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია ამერიკასა და ნატოს მუდმივად საფრთხედ ხატავს, ნატო-რუსეთის საბჭოს ეფექტურობა, ალბათ, შეზღუდულია.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ნება დართო ნატოს გამოიყენოს მიწისზედა ტრანზიტი არალეტალური ტვირთის გადასატანად ავღანეთში, მას ამისთვის საკუთარი სტიმულები ჰქონდა, ესენია ისლამისტ ექსტრემისტთა დამარცხება და რუსეთზე ნატოს დამოკიდებულების გაზრდა.

საქართველოში, ისევე, როგორც მანამდე კოსოვოში, ევროკავშირმა ეუთოს როლი იკისრა, რადგან ეს უკანასკნელი რუსეთმა თავიდან მოიცილა. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უნდა გაფართოვდეს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ ამერიკელმა, კანადელმა და სხვა მეთვალყურეებმა. უფრო მეტი რესურსი უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდეთ და რისკები შევაფასოთ.

საქართველომ და რუსეთის სხვა მეზობლებმა სერიოზული წვრთნისა და მრჩეველთა დახმარებით ტეროტორიული თავდაცვის სტრატეგია უნდა განავითარონ. სამხედრო აღჭურვილობით მათი მომარაგება, დამოკიდებული უნდა იყოს სამხედრო რისკის ხარისხზე. ამ ნაბიჯების პარალელურად რუსეთს უნდა შევთავაზოთ იმის გარკვევა, თუ რას ნიშნავს მეზობელ ქვეყნებში მისი “პრივილიგირებული ინტერესები”, როგორ შეესაბამება რუსეთის აქტივობა ეუთოს ვალდებულებებს და რა დახმარება შეუძლია გაუწიოს ნატომ მეზობელ ქვეყნებს საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში. რუსეთთან და მის მეზობლებთან ტრანსპარენტული დამოკიდებულება საფუძველია უფრო უსაფრთხო მომავლის მშენებლობისთვის.

იმისთვის, რომ უსაფრთხეობის უფრო ეფექტური არქიტექტურას ჩაუყარონ საფუძველი,. ევროკავშირმა და აშშ-მ უნდა გაზარდოს დემოკრატიის გავრცელებისა და ეთნიკური შემწყნარებლობის პროგრამები. ევროკავშირმა უნდა გააფართოვოს უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა თავის საკვანძო აღმოსავლელ პარტნიორებთან. საერთაშორისო მედიამ ჩრდილო კავკასიას, რუსეთის მეზობლებსა და თავად რუსეთს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

რთული იქნება რუსეთის დახმარება იმაში, რომ უფრო ეფექტურად გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები ჩრდილო კავკასიაში. რუსეთს შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტრატეგია სჭირდება. ჩრდილო კავკასიის კონფლიქტის გადასაწყვეტად 1999 წელს სახელმწიფოთა მეთაურებმა ეუთოს სამიტის დეკლარაცია მიიღეს, სადაც აღნიშნეს, რომ “მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის სირთულეების შემსუბუქება” და რომ “პოლიტიკურ გადაწყვეტა უმთავრესია”.

ეს პრიორიტეტები დღეს ისევეა საჭირო, როგორც მაშინ. ევროპა და აშშ ევროკავშირისა და დიდი ოციანის სამიტებზე სათავეში უნდა ჩაუდგნენ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის ჩრდილო კავკასიაში. ეს ნაბიჯები, თუ ისინი ღიად გადაიდგა, რუსეთს და მის მეზობლებს რეფორმების ჩატარებასა და უფრო უსაფრთხო მოვალის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. უკრაინამ და საქართველომ შემრიგებლური ნაბიჯები უნდა გადადგან. მათ თავი უნდა აარიდონ იქსეთ ქმედებებს, რომელიც რუსეთის მწვავე რეაქციას გამოიწვევს, მაგალითად ისეთ ქმედებებს, როგორიცაა აფხაზეთში მიმავალი გემებისთვის გადაადგილების აკრძალვა, ან იგივეს გაკეთება რუსული სამხედრო მანქანებისთვის ყირიმის გზებზე.

როდესაც რუსული ჯარი ჩეჩენ მეომრებთან 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში შევიდა, საქართველოს ლიდერმა ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის პრეზიდენტი ელჩნი გააფრთხილა, რომ საქართველოში სეპარატიზმის წაქეზება, რუსეთს, ჩრდილო კავკასიაში უკან დაუბრუნდებოდა. ის მართალი იყო. დაძაბულობის ეს სამი კერა დასავლეთის უსაფრთხოებას უქმნის რისკს. ისინი იმსახურებენ ახალი პრიორიტებების შემუშავებას, რათა უფრო დიდი მშვიდობა შევინარჩუნოთ. presa.ge
ნანახია: 781 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]