18:22
16:37 09.10.09 - აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები შესაძლოა, უკრაინაში განთავსდეს
აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები შესაძლოა, უკრაინაში განთავსდეს. როგორც ჟურნალისტებს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

„ინფორმაციის გავრცელებისთანავე რუსეთის აჟიტირებული სიხარული, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ცენტრალურ ევროპაში განთავსებაზე უარის თქმის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული, აჟიტირებული გაკვირვებით შეიცვალა“, - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

ინფორმაცია აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ელემენტების უკრაინაში შესაძლო განთავსების თაობაზე ოფიციალურად ჯერ არც ერთი მხრიდან არ დასტურდება.

„ჯი-ეიჩ-ენი“
ნანახია: 1014 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]