01:23
18:14 31.08.09 - მოსკოვის ქვეშ 15 კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს

მოსკოვის ერთ-ერთი გაუქმებული ბაზრობის, „ჩერკინოვსკი რინოკის" შორიახლოს, აღმოაჩინეს 100 მეტრიანი გვირაბი, რომელიც დედაქალაქის ცენტრს უკავშირდება. ამ გვირაბის შესახებ მოსკოვში უკვე ლეგენდები დადიოდა. ვარაუდობენ, რომ იგი სტალინური ბუნკერების ერთ-ერთი ნაწილია. 


გვირაბი რუსმა სამხედროებმა აღმოაჩინეს.

როგორც მოსკოვის მთავარი არქიტექტორი ალექსანდრე კუზმინი იტყობინება, „ჩერკინოვსკი რინოკის" ქვეშ, წითელი მოედნის მიმართულებით 15 კილომეტრის სიგრძის გვირაბი გადის. მისივე თქმით, ამ გვირაბით ბრონირებული ტექნიკის გატარებაც შეიძლება.

„ინტერნაფქსის" ინფორმაციით, აღნიშნული გვირაბი სტალინის ბუნკერებენის ნაწილია და იგი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება.

თავად ბუნკერი ერთ-ერთი მოედნის ქვეშ მდებარეობს, სადაც ამჟამად შეიარაღებული ძალების მუზეუმის ფილიალია გახსნილი. ბრეჟნევის დროს გაუქმებული შენობა, მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში აღადგინეს. ბუნკერის მთავარი დარბაზი იმგვარად არის მოწყობილი, რომ უმცირესი გაფაჩუნებაც კი შესანიშნავად ისმის ბუნკერის ნებირსმიერ მხარეს.

„internet.ge"
ნანახია: 804 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]