20:42
18:28 18.09.09 - „თბილისს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში უკრაინელი სპეციალისტები ემსახურებოდნენ“
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს თბილისს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში უკრაინელი სპეციალისტები ემსახურებოდნენ. ამის შესახებ უკრაიინული გაზეთი „სეგოდნია" იუწყება.

სტატიის ავტორი წერს, რომ უკრაინისაგან ნაყიდი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „ბუკ-მ1"-ის სამართავად საქართელოში ქალაქ ბალაკლედან სპეციალისტთა ჯგუფი ჩაიყვანეს. „საბრძოლო მოქმედებებში მონაწილობას ისინი უარყოფენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ ტექნიკას ნამდვილად ემსახურებოდნენ", ნათქვამია გამოცემაში.

უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, უკრაინელები საქართველოში 5 დან 13 აგვისტომდე იმყოფებოდნენ.



„მედიანიუსი"
ნანახია: 801 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]