12:05
ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი შეხვედრით კმაყოფილები არიან
18:48 06.07.09 - ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი შეხვედრით კმაყოფილები არიან

„მოლაპარაკებები ვიწრო შემადგენლობით ძალიან პროდუქტიული იყო. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ პროგრესის მიღწევას ყველა საკითხში, რომლის განხილვაც მოგვიწევს“„მოლაპარაკებები ვიწრო შემადგენლობით ძალიან პროდუქტიული იყო. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ პროგრესის მიღწევას ყველა საკითხში, რომლის განხილვაც მოგვიწევს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დრო ტყუილად არ დახარჯულა და მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული“.

მისივე თქმით, განხილვა გაფართოებული შემადგენლობით, ორმხრივი და საერთაშორისო საკითხებით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ობამასა და მედვედევის პირისპირ შეხვედრა დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში მოსკოვს დღეს პირველად ეწვია. ობამას პირველი ვიზიტი რუსეთში 2005 წელს განხორციელდა, როდესაც იგი სენატორ რიჩარდ ლუგართან ერთად პერმში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები დიმიტრი მედვედევი და ბარაკ ობამა დღეს კრემლში ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს, რომელიც თავდასხმითი ხასიათის შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმების ძირითად პარამეტრებს ეხება. ეს განცხადება რუსული მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების მონაწილემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გააკეთა.

„მედვედევი და ობამა მოლაპარაკებათა შედეგად ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელსაც „თავდასხმითი ხასიათის შეიარაღების შემცირების შესახებ საკითხის ერთობლივი გაგების“ დოკუმენტი ეწოდება. ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის, თუ რა შევა მომავალ დოკუმენტში. ეს დოკუმენტი არ შეიცავს დაკონკრეტებებს და მასში მხოლოდ ახალი შეთანხმების საფუძველია ჩადებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ერთგვარი „საგზაო რუკაა“, რომელიც მომავალი შეთანხმებისკენ მიდის“, - განაცხადა რიაბკოვმა, თუმცა დასძინა, რომ მიუხედავად ზოგადი ხასიათისა, დოკუმეტი ხელისმოწერას მაინც საჭიროებს და მას ხელს დიმიტრი მედვედევი და ბარაკ ობამა მოაწერენ.

„პირველი“

ნანახია: 833 | დაამატა: gia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]