11:11
პუტინმა ობამას „განუმარტა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირი რუსეთის გავლენის სფეროა და კრემლი მასში შემავალ ქვეყნებს ვერ შეელევა“


18:29 07.07.09 - პუტინმა ობამას „განუმარტა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირი რუსეთის გავლენის სფეროა და კრემლი მასში შემავალ ქვეყნებს ვერ შეელევა“


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას განუმარტა, რომ „ყოფილი საბჭოთა კავშირი რუსეთის გავლენის სფეროა და კრემლი მასში შემავალ ქვეყნებს ვერ შეელევა".

ამის შესახებ რუსეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილემ იური უშაკოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პუტინისა და ობამას შეხვედრაზე საუბარი საქართველოს და უკრაინასაც შეეხო.

„როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, უკრაინაში რუსეთის 17 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს და რუსეთისთვის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები სულ ერთი ვერ იქნება. საუბარი ასევე საქართველოს შეეხო. პუტინმა ობამას იმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-სგან გამოყოფილ დახმარებას არამიზნობრივად იყენებს", - აცხადებს უშაკოვი.

მისივე თქმით, „ბარაკ ობამა პუტინს დაჰპირდა, რომ შეეცდება, ყველაფერში გაერკვეს და გარკვეულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების დროს რუსეთის პოზიციები გათვალისწინებული იყოს".



„პირველი"

ნანახია: 833 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]