02:23
ელჩები „შეკრებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს გაეცვნენ
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პარლამენტში „შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებებს გაეცვნენ.

დეპუტატებთან შეხვედრას აშშ-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები ესწრებოდნენ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია დეგეგმილ ცვლილებებზე.

„მთავარი არის ის, რომ კანონის მიღების შემდეგ ის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ძალინ ბევრ ქვეყანაში მოქმედებს ანალოგიური ნორმები და ეს დადასტურდა დღევანდელ შეხვედრაზეც. ის რაც ჩვენთან გაუგონრად მიაჩნიათ, მაგალითად შეზღუდვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიტინგის გამართვის მხრივ, დადასტურდა, რომ ბევრგან ასეა, სხვადასხვა ქვეყნებში განსაზღვრულია სხვადასხვა რადიუსი. შესაბამისად რაიმე ახალი ამ შეზღუდვებში მათთვის არ არის. ეს არ არის არანაირად მიუღებელი მათთვის და არც არანაირად გამონაკლისი საერთაშორისო სტანდარტებისთვის", - აცხადებს კუბლაშვილი.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, იკრძალება ქუჩების გადაკეტვა სხვადასხვა კონსტრუქციებით და იგი დასაშვებია მხოლოდ ხალხის საჭირო რაოდენობის შემთხვევაში; მიტინგის გამართვა დასაშვები იქნება ადმინისტრაციული შენობიდან 20 მეტრის რადიუსის მანძილზე.


„ინტერპრესნიუსი"17:17 14.07.09 -
ნანახია: 955 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gol  
0
ვაი ამ ხელისუფლებას და ამათ პატრონებს, ადამიანური არაფერი გააჩნიათ - ქვეყანაში მორალური კატასტროფაა devil

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]