19:39
გიორგი თარგამაძე: „ქვეყანა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაგნაციის პირობებში იმყოფება“

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაგნაციის პირობებში იმყოფება. „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი სწორედ ამ საკითხზე აპირებს პარლამენტში სააკაშვილთან დებატების დროს ყურადღების გამახვილებას.  

„არ მინდა უხეში ვიყო, მაგრამ ყველაფერი ჩამყაყდა და არა მხოლოდ ხელისუფლება. ვითარება ძალიან სერიოზულ განახლებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, ორშაბათის დებატებზე იქნება არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ ალტერნატივების შეთავაზებაც სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

გარდა ამისა, უმცირესობის ლიდერს აინტერესებს პრეზიდენტის პოზიციის მოსმენა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით და ორშაბათის დებატებზე ამ საკითხის წამოჭრასაც გეგმავს. „ქრისტიან-დემოკრატები" პრეზიდენტს მოუწოდებენ გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს.

გიორგი თარგამაძე პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ ვითარებაზეც აპირებს საუბარს.

„იმედი მაქვს, დებატები მართლა შედგება და იგი თებერვლის ვითარებას არ დაემსგავსება, როცა პრეზიდენტი მონოლოგით გამოვიდა. მთავარია პარლამენტში შეჯიბრობითობის პრინციპი განხორციელდეს და საზოგადოებას მიეცემა საშუალება ყველა დაგროვილ კითხვაზე მიიღოს ამომწურავი პასუხი", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

„პირველი"16:50 17.07.09 -

ნანახია: 868 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]