19:41
ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: ჩურჩხელები ფილიპ გორდონისათვის
[მურმან ეკალაძე]
ბარაკ ობამას მოსკოვში გაკეთებული განცხადება, ცნობილი კომიკოსის თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, მედვედევის ცხინვალში ჩასვლა, მოსკოვში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება - გასულ კვირას ეს ყველაფერი ქართული ინტერნეტფორუმების განხილვის საგანი იყო. და სადაც ფორუმული ბატალიებია, იქვეა ფორუმელთავე მიერ შექმნილი ჭორ-ნიუს სააგენტო - ny2news.ge ფორუმელები ხშირად ამ ფრიად პოპულარული სააგენტოს ინფორმაციებს უფრო ენდობიან, ვიდრე მაგალითად “ლენტა.რუს” ინფორმაციებს და ამაში გასაკვირი არც არაფერია. გასული კვირა და საერთოდ ივლისი თვე ინფორმაციულად იმაზე მეტად დატვირთული იყო, ვიდრე საერთოდ ეს პერიოდია ხოლმე. ny2news.ge - საც სამუშაო თავზე საყრელად ჰქონდა. ფორუმელები ხომ ინფორმაციულ შიმშილს ყველაზე მეტად განიცდიან.

ბრუნო - თბილისში
ცნობილი კომიკოსი საშა ბარონ კოენის ახალი პროექტი ბრუნო, რომელიც რეტინგით დავით გამყრელიძესაც სჯობნის, სულ მალე თბილისში იქნება. მომავალ კვირას თბილისური პრემიერა კინოთეატრ ”ამირანში” დაიწყება. მანამდე წითელი ხალიჩა იქნება სადაც პირველად საქართველოში ფილმს მასში მონაიწლე მსახიობი გახსნის. ბრუნოს საქართველოში ჩამოსვლა პირველივე მოლაპრაკებების დროს გადაწყდა. როგორც კულუარული ინფორმატორები იუწყებიან, ბრუნოს ძალზედ მოსწონებია ჰომოფობიური საქართველოს შოკირების იდეა. მისი დაცვის თანამშრომლებმა მას მოუწოდეს თავი შეეკავებინა ამ ვიზიტისგან, თუმცა მამაცი ბრიტანელი კომოკოსი არ შედრკა.

- ”მე ბეირუთში შევხვდი ტერორისტს და მის ანტურაჟს და იმის არ შემშინებია. ვიღაც ძალით კაი ბიჭები ნამდვილად ვერ შემაშინებენ. იშ ბინ ბრუნოოო” დასძინა კოენმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრუნო თბილისის შოკირებას აპირებს. ეს წითელი ხალიჩა უფრო თავხედური და ეროტიული იქნება ვიდრე ბერლინის და ლოს-ანჯელესის. მოგეხსენებათ ბრუნო თავის ტანსაცმელში მასპინძელი ქვეყნის ატრიბუტიკასაც ურევს. ჩვენი ინფორმაციით ის ვარდისფერ ბრჭყვიალა ჩოხაში იქნება გამოწყობილი, ვერსაჩის მიერ შეკერილი ოქროსფერი ”აზიატსკები” ეცმევა და ხელში განსხვავებულ სასმისს დაიჭერს, რომელსაც ფალოსის ფორმა ექნება.

პრემიერაზე მობილიზებული იქნება თბილისი საპატრულო პოლიციის 69 ეკიპაჟი. როგორც ამბობენ, პრემიერის დარბევას შეეცდებიან ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი,” ”ჩოხოსნები” და ”თანასწორობის ინსტიტუტი

თბილისში ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეები იმყოფებოდნენ
თბილისში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოადგილეები - ფილიპ გორდონი და ჯეიმს შტეინბერგი. ისინი აეროპორტში შეხვდნენ საქართველოს საგარესო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიგა ბოკერიას. ამ შეხვედრამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ვიზიტით აშკარა გახდა, რომ ქვეყანას ამერიკიდან მართავს ფილიპ გორდონი - ბოკერია კი მისი წარმომადგენელია საქართველოში.

მის მიერ ქვეყნის მართვის ინფორმაციას არ ადასტურებს ფილიპ გორდონი. ხოლო გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა არაოფიციალური იყო: ”ფილიპმა და ჯიმიმ ორი წუთით შემოირბინეს და მეც საჩქაროდ გავემართე აეროპორტისკენ. ბათუ ქუთელიასთვის ჩურჩხელები და ტყემალი გავატანე. რაც შეეხება ჩემს მიერ ქვეყნის მართვას და მასონთა ლოჟის წევრობას, ამას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ” - განაცხადა ბოკერიამ და დაუდგენელი მიმართულებით გაემგზავრა.

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების მორგი პროვოკაციაზე საუბრობს
მოსკოვის პროსპექტზე რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენის ფაქტს, ოპოზიციის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით ეს არის ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ოპოზიციის, ასევე რუსეთის დისკრედიტაციას.

”აშკარაა რომ რადიოაქტიური ნივთიერება ჩადებულია. თანაც მაინც და მაინც მოსკოვის პროსპექტზე - ანუ ხალხს მაშინვე რუსეთი ახსენდება და იწვევს ცუდ ასოციაციებს. თან საინტერესოა როგორ აღმოაჩინეს?! რა მეჯართეებს სპეც ტექნიკა აქვთ, რომელიც რადიოაქტივობას აჩვენებს? ძალიან ეჭვი მეპარება. ეს ამტკიცებს იმას, რომ ხელისუფლებამ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილმა ჩადეს ეს ნივთიერება იქ. ახლა ნახეთ რამდენიმე დღეში ჩვენს აქტივისტსს დააკავებენ და ტანსაცმელზე ამ ნივთიერების კვალს უპოვინაინ. მე მოვწოდებ ვანო მერაბიშვილის არ შეახოს თავისი ბინძური ხელები ჩვენს ბავშვებს.”

უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი არ გამორიცხავს, რომ რადიოაქტიური ნივთიერება მართლაც ოპოზიციონერებს ეკუთვნოდეთ: ”არ გამიკვირდება სიმართლე რომ აღმოჩნდეს. ბევრი მათგანი მართლაც დასხივებულია.”

ქართველი პოლიტიკოსები ბარაკ ობამას განცხადებას ეხმაურებიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადება საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე ქართველი პოლიტკოსების რეაქციები მოჰყვა.

განცხადებისთანავე ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და იქ შეკრებილ საზოგადოებას ამცნეს, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიალურ მთლიანობას. რამდენიმე მომიტინგემ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და დაუსტვინა, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძემ თავისი ემოციური გამოსვლით ხალხი სწორ გზადე დააყენა: ”ბიჭო რა დღეში ხართ თქვენ ა? ესაა საქართველოს მხარდაჭერა! და ეს ყველაფერი იყო პირდაპირ ეთერში - ყველასათვის თვალსაჩინოდ.” გაჩეჩილაძის შემდეგ კომენტარი გოგა ხაინდრავამ გააკეთა: ”ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულოა, მაგრამ სჯობს ობამამ სააკაშვილის პირსისხლიანი ხელისუფლება დაგმოს, თორე მე ჩავთვლი რომ ის არის ფლიდი და სამარცხვინო ადამიანი!”

ბაკრაკ ობამას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილმა მის მხარდაჭერას უპრეცედენტო უწოდა: ”რა თქმა უნდა ეს უპრეცედენტოა! მანამდე არც ერთ აფრო ამერიკელ პრეზიდენტს არ დაუფიქსირებია მხარდაჭერა ჩვენს მიმართ.”

სად არის პრომეთე?
როგორც მოგეხსენებათ, თამარ მეფის ხიდთან პრომეთეს ძეგლი აიღეს. ამ მონუმენტის ბედი ჯერ კიდევ გაურვეველია. მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ, ან არ ახმაურებენ. ამ საკითხზე ასევე დუმს საქართველოს პრეზიდენტის აპარატი, კულტურის სამინისტრო და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროში საერთოდ გაუკვირდათ როცა ამ საკითხე შევეკითხეთ.

კულუარული ინფორმაციით, პრომეთეს ძეგლი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოთხოვნის გამო აიღეს. რამდენიმე დღის წინ პრომეთეს ძეგლი გაძარცვეს, ან უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ განძარცვეს. მონუმენტს ოქროსფერი სამოსი შემოახიეს და მთლად ტიტლიკანა დატოვეს.

სანახაობით შეძრწუნებულმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის, ჯერ კიდევ არამშობელმა წევრებმა მერიის სახელზე პეტიცია დაწერეს და ორგანიზაცია ”ქართველი დედები სინდისის სადარაჯოზეს” წევრებთან ერთად შეიტანეს შესაბამის სტრუქტურაში.

ჩვენი ინფორმაციით მერია პრომეთეს შემოსვას ფინანსური სიძნელეების გამო ვერ ახერხებს, ამიტომ მას პირვანდელ ადგილზე მას შემდეგ დააბრუნებენ რაც საქართველოში სექსუალური რევოლუცია მოხდება.

საბრძოლო ინოვაცია!
გამომდინარე დრეს საქართველოში შექმნილი დაძაბული ვითარებიდან(და აგერ ხვალ არა და ზეგე ომს იწყებს რუსეთიო).

ნი2 ნიუსის რედაქცია და ქიშვარდ მამისაშვილი გამოდიან ახალი საბრძოლო საშუალების იდეით:

ყველაფერი დაიწყო ჩვენი უცვლელი ექსპერტის ქიშვარდ მამისაშვილის სიტყვებით: “სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო”

და წარმოიშვა ახალი საბრძოლო ტაქტიკა:

შარშანდელი ომის შემდეგ საქართველოში დაუჯერებელი და აუხსნელი შობადობის ბუმია, ზოგი ამ მოვლენას პატრიარქის მიერ 2-3 თვის წინ მოწოდებულ “გამრავლდით ქართველნო”-ს აბრალებს, მარა უბრალო არითმეტიკა სამწუხაროდ მარტივია და არ ნახული გამრავლების მიზეზად წაგებული ომი, მამაკაცების შელახული თავმოყვარეობა და ქალების “ქმარი რო დავკარგო მერე რაღა მეშვლება, ბავშვი მაინც დამრჩეს”-ი რჩება…

ხოდა როგორც უკვე გითხარით კონცეფციის იდეური მხარე ქიშვარდს ეკუთვნის, ხოლო პრაქტიკული განხორციელება ამ ზედმეტად გამრავლებული ცხოვრების მოტანილია:

ავიღოთ ბავშვების “ნახმარი” პამპერსები და დავყაროთ რუსეთის საზღვარზე! (მოგეხსენებათ ბავშვის ექსკრემენტები გამოირჩევა აბსოლიტურად აუტანელი სურნელებით, მითუმეტეს მზეზე გამთბარ-გამღვალი ექსკრემენტები…) - შემდეგ კი გავუშვათ ქართველი დედები (რომლებიც თავიანთი შვილების ქაქის სუნს ბოლეე-მენეე იტანენ) და შემდეგი ფენა პამპერსები უფრო იქეთ დაყარონ… და ასე წინ! მოსკოვამდე!!!

ზოგი ჭირი მარგებელიაო, გვიპასუხა ქიშვარდიმ რო ვუთხარით მისი იდეა როგორ განხორციელდებოდა…

ველით იდეაზე სტრასბურგის ზედამხედველობის სამსახურის შეფასებას - დაიბლოკება თუ არა ეს მეთოდი როგორც ქიმიური ომის ნაისახეობა… presa.ge20:23 18.07.09 - 
ნანახია: 1015 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]