15:56
აშშ რუსეთში დემოკრატიის წინსვლისთვის 29 მილიონ დოლარს გამოყოფს
2009 წელს აშშ რუსეთში დემოკრატიის წინსვლისთვის 29 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საქმეებში ფილიპ გორდონმა განაცხადა.

მისი თქმით, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და კანონიერების განმტკიცებისთვის.

როგორც გორდონმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კვალდაკვალ ვაშინგტონი არ აპირებს თავისი პრინციპებიდან უკან დახევას და რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მდგომარებობის მხრივ არსებული ვითარების იგნორირებას.

გორდონმა თანხის გამოყოფა მოსკოვში ეკონომიკური სკოლის სტუდეტებთან აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ პრინციპებს დაუკავშირა.

„ლექციაზე პრეზიდენტმა დადაასტურა ამერიკის რწმენა, რომ დემოკრატიული მთავრობები არიან ადამიანის უფლებების და მოქალაქეების საუკეთესო დამცველები. მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრინციპებისადმი გვაძლევს საშუალებას გამოვასწოროთ ნაკლოვანებები და დროთა განმავლობაში გავხდეთ ძლიერები", - განაცხადა გორდონმა.

გორდინმა ასევე გაიხსენა პრეზიდენტ ობამას სიტყვები, იმის თაობაზე, რომ სიტყვისა და შეკრებების თავისუფლება შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს მოიპოვონ საკუთარი უფლებების სრული და უკომპრომისო დაცვა, კანონის უზენაესობა კი - კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის და ხელისუფლების ბორიტად გამოყენების წინააღმდეგ.

„აშშ მხარს უჭერს ამ უნივერსალურ წესებს საკუთარ სახლში, რუსეთში და მთელ მსოფლიოში. ამ პრინციპების მხარდასაჭერად აშშ-ის ხელისუფლება რუსეთში დემოკრატიის წინსვლისა და ადამიანის უფლებების დაცვის დასახმარებლად 29 მილიონ დოლარზე გამოყოფს", - განაცხადა გორდონმა.

„ჯი-ეიჩ-ენი"12:04 01.08.09 - 
ნანახია: 823 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]