ხუთშაბათი, 22.04.2021, 23:15
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 4 » გრიგორი კარასინი: სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღების ხელის შეშლას მომავალშიც გავაგრძელებთ
გრიგორი კარასინი: სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღების ხელის შეშლას მომავალშიც გავაგრძელებთ
14:16

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველო აგვისტოს მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით რიგ „ღონისძიებებს" გეგმავს, რომლებსაც აშკარად პროვოკაციული ხასიათი აქვთ. 

„აგვვარ ფეთქებადსაშიშ რეგიონში სიტუაცია შეიძლება გაუთვალიწინებლად განვითარდეს ამიტომაც ჩვენ იძულებულნი ვართ მოქმედებების სხვა და სხვა ვარიანტი განვიხილოთ. მაგალითად მედიასივრცეში თბილისი უკვე აწარმოებს საინფორმაციო ომს", - აცხადებს გრიგორი კარასინი „რუსსკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთის შეშფოთებას იწვევს საქართველოს რემილიტარიზაცია.
„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღების ხელის შეშლას და ამისათვის კონტრებულ ზომებსაც მივმართავთ. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ჯერ კიდევ იანვარში შესაბამისი ბრძანებულება უკვე ხელმოწერილია. ამავე დროს ვამჩნევთ იმასაც, რომ ზოგი ქვეყანა „ჰუმანიტარული დახმარების ნიღაბს ქვეშ აგრძელებს საქართველოსათვის იარაღის მიწოდებას", - აცხადებს კარასინი.

მისივე თქმით, რაც შეეხება რუსეთს, იგი თავს უფლებას ვერ მისცემს გულგრილი დარჩეს იმის მიმართ რაც ხდება. კავკასიის სტაბილურობის საკითხი ეს რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხია.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვიხსნათ ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ვალდებულნი ვართ პატარა ერების მიმართ აღვკვეთოთ ყველანაირი ძალადობა. რათქმაუნდა ჩვენ, კვლავინდებურად შევაკავებთ თბილისის რევანშინსტული პოლიტიკას. ხოლო პროპაგანდისტულ ურთიერთჩხვლეტებში ჩართვას არ ვაპირებთ",- აცხადებს კარასინი.



„ჯი-ეიჩ-ენი"

ნანახია: 751 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2021