16:29
საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს სპეციალურ მიმართვას უგზავნის

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო" საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს სპეციალურ მიმართვას უგზავნის. 

მიმართვაში ნათქვამია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში მითითებული პუნქტებიდან ბოლო სლოგანი „მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და საზოგადოებასთან ერთად" დღემდე მხოლოდ ლოზუნგად რჩება".

„ვიმედოვნებთ, რომ I არხის განახლებული სამეურვეო საბჭო ამჯერად მაინც, პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესებით იხელმძღვანელებს და არხის გენერალური დირექტორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურებს შორის მართლაც ღირსეულს შეარჩევს. აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ შეშფოთებული ვართ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით იმის შესახებ, რომ გიორგი ჭანტურია, რომელიც ყუბანეიშვილის მოადგილე იყო, ხელისუფლებისათვის ყველაზე სასურველი კანდიდატია და მისი დანიშნვის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ეს ქმნის საშიშროებას იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება შესაძლოა, მორიგი ფარსის მოწმე გახდეს. გიორგი ჭანტურია უკვე ასრულებდა I არხის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ფუნქციებს და ზუსტად იმავე ხარისხით იმსახურებს საზოგადოების უნდობლობას, როგორც ყოფილი დირექტორი. ქართულმა საზოგადოებამ დაიმსახურა, რომ არხი, რომელიც მისი ფულით ფინანსდება, ერთხელ და სამუდამოდ გახდეს თავისივე პრინციპების ერთგული - იმუშაოს „საზოგადოებისთვის და საზოგადოებასთან ერთად,"- ნათქვამია მიმართვაში.

„პირველი"14:49 07.08.09 - 

ნანახია: 847 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gol  
0
?????????????????????????

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]