16:36
აგვისტოს ომის მონაწილეთა და დაღუპულთა ოჯახების შესახებ საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივებს ბაღათურია დღეს პარლამენტში კიდევ ერთხელ დააყენებს
აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების და დაღუპულ მეომართა ოჯახების შესახებ საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივებს დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ დააყენებს.

დეპუტატი მოითხოვს, რომ გასული წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს დაღუპულთა ხელფასები შეუნარჩუნდეთ: დაღუპულთა შვილებს - 25 წლამდე, ხოლო დაღუპულთა მშობლებს - სიცოცხლის ბოლომდე. ბაღათურიას საკანონმდებლო პროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს ომში ძალოვანი სტრუქტურის მონაწილეებისთვის ომის ვეტერანთა სტატუსის მინიჭებას და მათი ხელფასების დაბეგრვისგან გათავისუფლებას.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის კომიტეტმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის დავალებით ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმად, ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სოციალური დაცვის საკითხები ახლებურად დარეგულირდება. კანონპროექტის თანახმად, მოსახლეობის ამ კატეგორიისთვის სოციალური გარანტიები იზრდება. კერძოდ, გათვალისწინებულია კონფლიქტურ ზონებში 1998, 2004 და 2008 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების ოჯახების შრომისუუნარო წევრებზე სოციალური გარანტიების დაწესება და გაფართოებულია კანონით მოსარგებლე პირთა წრე. გათვალისწინებულია ასევე პენსიის შენარჩუნება დაღუპულთა შვილებისთვის 22 წლის ასაკის მიღწევამდე, ნაცვლად 18 წლისა.

„პირველი"14:33 07.08.09 -
ნანახია: 880 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gol  
1
cry ომის მონაწილეთა და დაღუპულთა ოჯახების სოციალური საკითხების მოგვარება დიდი ხნით ადრე უნდა დაეწყო ხელისუფლებას

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]