15:29
კუდის ახალი სამიზნე ”კავკასიის” და ”მაესტროს” მონიტორი გახდა...
[CHN]
გუშინ გვიან ღამით გაურკვეველმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ ”საკნებს”. ტყვიები, ”საკნის პატიმრებს” არ მოხვედრიათ თუმცა დაზიანებულია მონიტორი, რომლის მეშვეობითაც ყოველ საღამოს ადგილობრივი მოსახლეობა თვალს ადევნებდა ტელეკომპანია ”მაესტროს” და ”კავკასიას” საინფორმაციო გამოშვებებს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი კახა მიქაია, რომელიც უკვე მესამე თვეა საკანში ზის აცხადებს, რომ ეს ”კუდ”-ის მიერ განხორციელებული მორიგი ტერორისტული ქმედებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ.
 presa.ge12:23 10.08.09 - 
ნანახია: 846 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]