21:27
ოსი სეპარატისტები ცხინვალის აღიარების ერთი წლის თავს გამოფენით აღნიშნავენ
რუსეთის მიერ სეპარატისტული ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ერთი წლის თავთან დაკავშირებით ოსი სეპარატისტები მოსკოვში გამოფენას აწყობენ, რომელსაც ცხინვალის მარიონეტული რეჟმის ლიდერი ედუარდ კოკოითი გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას „ოსინფორმი" ავრცელებს.

გამოფენა სახელწოდებით - „სამხრეთ ოსეთი: სამყარო მშვენიერია" მოსკოვში გოგოლის ბულვარში 21 აგვისტოს გაიხსნება და 28 აგვისტომდე გაგრძელდება

გამოფენის გახსნაში კოკოითთან ერთად რუსეთის ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა, კულტურის ცნობილი წარმომადგენელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.

„მედიანიუსი"18:31 10.08.09 -
ნანახია: 857 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]