21:37
17:57 10.08.09 - გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ოფისი სეპარატისტულ აფხაზეთში ფუნქციონირებას აგრძელებს
გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ოფისი სეპარატისტულ აფხაზეთში თავისი საქმიანობის გაგრძელების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ოფისი სეპარატისტულ აფხაზეთში 1994 წლიდან მოქმედებს.

„გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ოფისის აფხაზეთში ყოფნა არ არის დაკავშირებული არც გაეროს სადამკვირვებლო მანდატთან საქართველოში და არც მის აფხაზეთში ყოფნასთან. ამიტომაც გაეროს სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირების შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ოფისი ამ რეგიონს ტოვებს. გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ოფისები გალსა და სოხუმში რჩება და აგრძელებს საქმიანობას", -ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ოფისი მადლობელია იმის გამო, რომ „აფხაზეთის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე პატივს სცემს ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის პრინციპს".


„ჯი-ეიჩ-ენი"
ნანახია: 834 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]