12:45
11:19 13.08.09 - ვლადიმერ პუტინი გაეროსა და ეუთოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს
სოხუმში მყოფი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს ულტიმატუმი კიდევ ერთხელ წაუყენა. პუტინის თქმით, აფხაზეთში ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორებიცაა გაერო და ეუთო მისიების ფუნქციონირება სრულიად შესაძლებელია, მხოლოდ ერთი პირობით - მათ ამისათვის აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა აღიარონ.

„ჩვენ ხომ არ ვართ უცხოელი დამკვირვებლების აქ ყოფნის წინააღმდეგნი გაეროსიც, ეუთოსიც, მაგრამ ყველა რეალიებიდან უნდა გამოვიდეს, საჭიროა აფხაზეთთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება მისი სუვერენიტეტის აღიარებით", -განაცხადა რუსეთის პრემიერმა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერთან ერთად სოხუმში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„მედიანიუსი"
ნანახია: 812 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]