12:46
11:13 13.08.09 - რუსების 80 პროცენტის აზრით, საქართველოს სააკაშვილზე ღირსეული პრეზიდენტი სჭირდება
უსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით, რუსეთში გამოკითხულთა 78 პროცენტის აზრით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირობებში ქართულ-რუსული ურთიერთობები არ გაუმჯობესდება.

ცენტრმა გამოკითხვა რუსეთის 42 ოლქის 140 ქალაქში ჩაატარა.

გამოკითხულთა მხოლოდ 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას შესაძლებელია ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება. რესპონდენტთა 8 პროცენტმა ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივებზე თავისი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

გამოკითხულთა 79 პროცენტის აზრით, საქართველოს სააკაშვილზე უფრო ღირსეული პრეზიდენტი სჭირდება. 11 პროცენტს არ მოსწონს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს. რესპონდენტთა 10 პროცენტი კი, მიხეილ სააკაშვილისადმი სიმპათიითაა გამსჭვალული.


„მედიანიუსი"
ნანახია: 895 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]