16:06 17:06 14.08.09 - რუსების მტკიცებით, უკრაინული პოლიტიკური ორგანიზაციები „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ჭკუაზე დადიან | |
![]() უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულმა ორგანიზაციებმა მართლაც მოაწყვეს პიკეტი და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ცნობილი მიმართვა გააპროტესტეს. მოგვიანებით, საკონსულოსთან „რუსული ბლოკის" წარმომადგენლებიც მივიდნენ, რასაც კინაღამ შეხლა-შემოხლა მოჰყვა. რუსული სააგენტო „ნოვი რეგიონი" კი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ეს აქცია სპეციალურად ტელეკომპანია „იმედისთვის" გაიმართა. „მედვედევის მიმართვის შემდეგ, უკრაინაში ჩამოიყვანეს „იმედისა" და „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფები. ისინი მოძრაობენ ქალაქებში და „უკრაინელების აღშფოთებას" იღებენ", - ამტკიცებს „ნოვი რეგიონის" წყარო. ამავე წყაროს თქმით, ამჟამად „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი სევასტოპოლში იმყოფება, სადაც ჯგუფ "ბლექსიფორის" გემები უნდა შევიდნენ. „მედიანიუსი" | |
|
სულ კომენტარები: 0 | |