16:10
16:50 14.08.09 - „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი მიშა მესხი ლევან გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესიდან გააძევეს
„თანასწორობის ინსტიტუტის" წევრი მიშა მესხი ლევან გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესიდან გააძევეს.

როგორც მესხმა განაცხადა, სასამართლო პროცესიდან მოსამართლემ იგი სხდომათა დარბაზიდან „ირონიული ჩაღიმების გამო" გააძევა.

„ლეჟავა ჩვენებას რომ იძლეოდა, ირონიით ჩამეცინა, რადგან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს დაწერილ ტექსტს კითხულობდა. მოსამართლეს, ეტყობა, არ ესიამოვნა ჩემი რექცია და დარბაზიდან გასვლა მთხოვა. მე ვუთხარი, „ტექსტი კარგად არ აქვს დაზეპირებული"-მეთქი და დავტოვე იქაურობა", - განაცხადა მესხმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ლევან გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას სხეულის განზრახ დაზიანებაში ედება ბრალი. პროცესს სოლიდარობის ნიშნად ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები ესწრებიან.

„პირველი"
ნანახია: 887 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]