16:07
13:54 19.08.09 - მეთიუ ბრაიზას შემცვლელი თბილისში სექტემბერში ჩამოვა
[”ინტერპრესნიუსი”]
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თინა ქაიდანოვი თბილისში სექტემბერში ჩამოვა.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აშშ-ში ვიზიტით მყოფმა პაატა დავითაიამ აცნობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ქაიდანოვს დღეს შეხვდა. თინა ქაიდანოვმა აღნიშნულ თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზა შეცვალა.

დავითაიას ინფორმაციით, როგორც ქაიდანოვმა შეხვედრაზე განაცხადა, ვიზტის ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ქაიდანოვთან შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეს მისი პირველი სამუშაო დღეა ახალ თანამდებობაზე.

- ”შეხვედრაზე განვიხილეთ კონფლიქტის ზონებში შექმნილი ვითარება, რუსული აგრესიის შედეგები. 2-საათიანი შეხვედრის საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო შიდა პოლიტიკური პროცესების განხილვას. ქაიდანოვმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს და განსაკუთრებულად საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს ადევნებს თვალ-ყურს”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ აშშ მიესალმება პოლიტკური პროცესების პოლიტიკურ ჩარჩოებში გადასვლას.

- ”შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსულ აგრესიასთან ბრძოლა დემოკრატიით შეიძლება და რაც უფრო ძლიერი იქნება საქართველოში დემოკრატიის განვითარება, მით მეტი იქნება ჩვენი ქვეყნის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

დავითაია ხვალ შეხვედრას თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან გამართავს. presa.ge
ნანახია: 846 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]