19:19
17:10 25.08.09 - ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა მაჩვენებლზე 36,6 პროცენტით შემცირდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2009 წლის იანვარ-ივლისში 833 მლნ 600 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინ წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლზე 36,6 პროცენტით ნაკლებია. 


სტატისიკის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული თანხიდან ექსპორტი 127 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 706 მლნ 700 ათასი აშშ დოლარი. შესაბამისად, წინა წლის შესაბამის პერიოდზე ექსპორტის მაჩვენებელი 42,9 პროცენტით მცირეა, ხოლო იმპორტის - 35,4 პროცენტით.

ევროკავშიის ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 27,8 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 20,6 პროცენტი და იმპორტის 29,7 პროცენტი. ამ ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის 32,9 პროცენტი.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2009 წლის იანვარ-ივლისში 898,4 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პრიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, 42 პროცენტით ნაკლებია. დსთ-ის ქვეყნებთან ექსპორტი 222,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი - 676,2 მლნ აშშ დოლარს.


„ინტერპრესნიუსი“
ნანახია: 811 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]