19:21
15:21 25.08.09 - „ელიტ ელექტრონიქსის“ თანამაშრომლები ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შენარჩუნებას სთხოვენ

„ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელის დახურვის გამო კომპანიის თანამშრომლები სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოთხოვნით, კომპანიის მთავარი ოფისის წინ, შეკრიბნენ და „ელიტ ელექტრონიქსის" ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დახმარება სთხოვეს. 


მათი თქმით, ამ კომპანიის მაღაზიათა ქსელის დახურვის გამო, 2000-მდე ადამიანს უმუშევრობა ემუქრება. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ელიტ ელექტრონიქსის" თანამშრომლბმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს.

მასში ნათქვამია, რომ მათო ოჯახების ერთადერთი შემოსავლი ეს სამსახურია და მისი დაკარგვის შემთხვევაში შიმშილი და უსახლკარობა ემუქრებათ.

„ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. უმეტესობას გვყავს ოჯახები, რომლებსაც ჩვენ ვარჩენთ. თითოეულ ჩვენგანს აქვს საკრედიტო ბარათები და სესხები. რაც უფრო ამძიმებს მდგომარეობას. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, ბევრ თანამშრომელს საცხოვრებელი ბინისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების გარეშე დარჩენა ემუქრება, რადგან სესხების სანაცვლოდ ბანკში იპოთეკით არის დატვირთული ჩევნი და ჩვენი ოჯახის წევრების უძრავი თუ მოძრავი ქონება,"-ნათქვამია კომპანიის თანამშრომლების განცხადებაში.

„ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელი, კომპანიის სავაჭრო ობიექტებზე საგადასახადო ინსპექციის შესვლის შემდეგ დაიხურა.

ფინანსური პოლიციის მიერ, „ელიტ ელტრონიქსისთვის" დარიცხული 7 მლნ ლარის გამო, 2007 წლიდან სასამართლო დავები მიმდინარეობს. პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, კომპანიის საბანკო ანგარიშებს 2009 წლის 10 აგვისტოს ინკასო დაედო. კომპანია ამ პერიოდში მაინც განაგრძობდა ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობას. 21 აგვისტოს კი, ფულის ამოღების მიზნით სავაჭრო ობიექტებზე საგადასახადო ინსპექცია შევიდა. რის გამოც კომპანიამ ფუნქციონირება ვეღარ შეძლო და იძულებული გახდა მაღაზიათა ქსელი დაეხურა.

„მედიანიუსი"
ნანახია: 888 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]