23:49
19:20 25.08.09 - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს სამინისტრო ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა
[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
დე ფაქტო სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ”იმ ოპერატიული ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება და სპეცსამსახურები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავენ, შს სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობა დღეიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა”.

- ”ასევე შემოდის ინფორმაცია საქართველოს მიერ პროვოკაციული ქმედებების მზადების შესახებ, რომელიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების და გაზსადენ ”ძუარიკაუ-ცხინვალის” ექსპლუატაციაში შესვლის ჩაშლისკენაა მიმართული”, - აცხადებენ პრეს-სამსახურში და დასძენენ, რომ ყაზარმული მდგომარეობა დე ფაქტო შს მინისტრის შესაბამისი განკარგულების გაცემამდე გაგრძელდება. presa.ge
ნანახია: 856 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]