23:54
18:15 25.08.09 - პუტინმა ცხინვალში ჩასვლა გადაიფიქრა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი 26 აგვისტოს ცხინვალში ჩასვლას აღარ აპირებს. 


როგორც რუსული მედია პრემიერის პრესამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ოს სეპარატისტთა ლიდერი, ედუარდ კოკოითი პუტინთან შესახვედრად 26 აგვისტოს მოსკოვში თავად ჩავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 აგვისტოს პუტინის ცხინვალში ვიზიტის შესახებ განცხადება გააკეთა და რუსეთის პრემიერი ამ ნაბიჯის გამო, მკაცრად გააკრიტიკა. გუშინდელი ცნობით, პუტინთან ერთად მოსკოვში ჩასვლას მოსკოვის მერი, იური ლუჟკოვიც აპირებდა, რომელსაც თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად ეთნოწმენდის შედეგად ქართველებისგან დაცლილ ტერიტორიაზე მოსკოვის სხელობის კვარტალი უნდა გაეხსნა.

26 აგვისტოს, სეპარატისტული ცხინვალი, რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთის დმოუკიდებლობის აღიარების ერთი წლის თავს აღნიშნავს.

„მედიანიუსი"

ნანახია: 921 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]