16:54
22:06 02.09.09 - რუსი ჟურნალისტები მაქსიმ შევჩენკო და ვლად მამონტოვი თბილისის აეროპორტიდან ერევნისკენ გააბრუნეს
[ინტერპრესნიუსი]
ქართულ-რუსული ერთობლივი კომისიის წევრებს, რუსი ჟურნალისტებს, მაქსიმ შევჩენკოსა და ვლად მამონტოვს თბილისის აეროპორტში შემოსვლის საშუალება არ მისცეს. როგორც ვიზიტის ორგანიზატორმა, ერთობლივი კომისიის ქართველმა წარმომადგენელმა მალხაზ გულაშვილმა განმარტა, შევჩენკოსა და მამონტოვის განცხადებით, მათი თბილისის აეროპორტში არშემოშვების მიზეზი გახდა საზღვრის გადმოკვეთის შესახებ კანონის მე-14 მუხლის დარღვევა.

გულაშვილის თქმით, ხვალ დაგეგმილ “მრგვალ მაგიდაში” მონაწილეობას სამი სტუმრიდან, მხოლოდ ალან კასაევი მიიღებს.

- ”მიმაჩნია, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და უარეს შედეგს მოიტანს. ეს ფაქტი სამშვიდობო პროცესის დაწყების მცდელობას დიდ დარტყმას მიაყენებს, ვინაიდან შევჩენკო და მამონტოვი საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიან.

საპასპორტო კონტროლის გავლის დროს მათ განუმარტეს, რომ არშემოშვების მიზეზი იყო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ კანონის მე-14 მუხლის დარღვევა, ხოლო კონკრეტული დეტალები რუსეთში საქართველოს საელჩოში უნდა გაარკვიონ. თუმცა, როგორც ცნობილია, რუსეთში საქართველოს საელჩო საერთოდ არ ფუნქციონირებს”, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

მისივე თქმით, იგი მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა უშედეგოდ. მაქსიმ შევჩენკოს, ვლად მამონტოვისა და ალან კასაევის ვიზიტი 2-დან 6 სექტემბრამდე იყო დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში უნდა გამართულიყო “მრგვალი მაგიდა”, ასევე შეხვედრები. ვიზიტის მთავარი მიზანი, ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების განხილვა იყო. presa.ge
ნანახია: 829 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]