20:45
რუსეთსა და საქართველოს შორის შეტაკება შეიძლება აფხაზეთის გამო მოხდეს
ოუენ მეთიუსი, ანა ნემცოვა

მთელი ზაფხულის განმავლობაში, კრემლის წარმომადგენლები მინიშნებებს აკეთებდნენ, რომ რუსეთს და საქართველოს შორის შეიძლება საბრძოლო მოქმედებები განახლებულიყო. ახლა როგორც სჩანს, მოსკოვმა სიტუაციის დაძაბვა გადაწყვიტა

გასულ კვირას, რაკეტებით შეიარაღებული რუსული საგუშაგო ხომალდი, საქართველოს ერთ-ერთი სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის სანაპირო პორტში შევიდა. მოსკოვი აცხადებს, რომ პორტში კიდევ ცხრა გემს შეიყვანს. ისინი მცირე საარტილერიო კატარღების ფლოტილიას დაუპირისპირდებიან, რომელიც საქართველოს ამერიკელებმა გადასცეს და რომელიც დღემდე აფხაზეთის ფაქტობრივ ბლოკადას ახორციელებდა: აკავებდა გემებს (მათ თურქული სატვირთო გემიც დააკავეს), რომლებიც აჯანყებული მთავრობის მხარდაჭერას ცდილობდნენ. ჯერ-ჯერობით ქართულ კატარღებს რუსულ გემებთან კონფრონტაცია არ უცდიათ, თუმცა რუსული ფლოტის გამოჩენა საქართველოს პრეზიდენტს და მის ამერიკელ მოკავშირეებს ჩიხში აქცევს. რუსეთ-საქართველოს ახალი ომი არის ის, რაც პრეზიდენტ ობამას დღეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მან მოსკოვთან ურთიერთობები “გადატვირთა.” ობამამ უარი სთქვა ანტი-სარაკეტო თავდაცვის პროგრამაზე, რომელსაც კრემლი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა. იმავდროულად, თუკი საქართველოს აფხაზეთზე ბლოკადის მოხსნა მოუწევს, ეს სააკაშვილისთვის - შფოთიან რეგიონში შეერთებული შტატების საკვანძო დემოკრატიული მოკავშირისთვის - სერიოზული მარცხი იქნება. იმავდროულად, მოსკოვში როგორც სჩანს “მკაცრი ხაზის” მომხრეებმა, საკუთარი გავლენის აღდგენა მტკიცედ გადაწყვიტეს. რუსეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა უკვე განაცხადა, რომ საქართველო “დენთით სავსე კასრის გარშემო ანთებული ჩირაღდნით დარბის.” ზამთარი შეიძლება ცხელი აღმოჩნდეს.

ორიგინალი
ნანახია: 794 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]